Saturday, June 2, 2012

ძერსკი ქართველობა

,,აუ ეგ რა გაცვია?!
პროსტა გასატეხია!
გაიხადე ეგ ზედა
ბერი ხომ არ გამხდარხარ''

,,შეხე რა თესლურია,
ყველაფერი უჩანა
აუ იმას შეხედე !
გოიმია იმენა''

,,გოგო ხომ არ გაგიჟდი?!
მეტი აღარ იფიქრო!
რატომ უნდ დაუთმო
ამყროლებულ ბებიას!''

,,ჩემი დედა.. ვის ვხედავ!?
აუ ძაან გამიტყდა!
ზმანი პროვინციული
აზროვნება სოფლური''

აუ წიგნის კითხულობ!
ძმაო ხომ არ გაგიჟდი?!
შიგ ხომ არ გაქვს მოისვი
ან ჩაბერე იმენა!''

,,აუ გოგო შეხედე
რა ჯიპი ჰყავს მამაოს!
პროსტა გასატეხია
წვერი რო აქვს ამხელა''

,დამიკიდე შე ბოზო?!
რატო აღარ მირეკავ?
სკაიპში ხარ მთელი დღე,
ალბათ ნძრევით იხრჩობი''

,,რა ყლე კაცი ესაა
შეხე მამაჩემია!
სულ ფეხებზე მკიდია
მისი დედაც,წავედით!''

,,თვალში ნუ მეჩხირები
გაიარე!მომეშვი!
ხელი არ მომაკარო...
მხოლოდ ზასი-პუსები!''

,,კაი პონტი გავჩითე,
წამო გეპატიჟები,
ივენთ ჰოლი მივაკრათ
ვიგრიალოთ ნაშებში!''

,,ბიჭო ვაჟიშვილი ხარ?!
აუ, ტეხავს მაგარი.
წამო მაგარ ნაშებთან
მოიშორე სირცხვილი!''

,,გუშინ დათოს მივეცი
დღეს დამერხა მაგარი!
ბოიფრენდმა გამიგო
მოტNული მაქვს ლაიფი''

ორი ბიჭი ხიპიშობს,
აგინებენ ერთმანეთს.
ხვალ ერთმანეთს ეტყვიან
,,ძმაო შენს თავს ფიცავარ''


დღეს ეს გოგო ლეოს ჰყავს,
ხვალ იქნება დათოსი,
ზეგ ვიღაცას ,,ათხოვებს''
მერე გამოთხოვდება.

ვიღაცამ თქვა-,,სოდომი''
აიწეწა რბო ხალხი
,,ჰომოფობო კაცუნა
რატო გვერჩი? რა გინდა?!''

მოსულია ზასი-პუსი,
ჩახუტება,,,გადაჯდომა''
სულერთია კაცი,ქალი,
მთავარია პონტი იყოს!

სირცხვილია,,მოწონება''
მოდაშია,,მოხმარება''.
ქორწინებამ დრო მოჭამა!
დრო დაიწყო ზასი-პუსის!

No comments:

Post a Comment