აღდეგ ქართველო!ნუ დაეცმი!
შენი ვალია იყო მამაცი!
დიდი საქმეა იყო ქართველი,
ენით,მამულით და რწმენა-რჯულით.
აღდეგ ქართველო ცოდვის სკორედან!
შენი ვალია იყო წმინდანი!
მრუში,მბილწავი და სოდომელი
არ შეიძლება იყოს ქართველი!
აღდეგ ქართველო!ნუ უგუნურობ!
რად დაგვიწყია ამაგი დიდი?!
ვინ ხარ,ვინ იყავ და ვინ იქნებ,
შენს თავს დაუსვი ეს შკითხვანი.
აღდეგ ქართველო!ნუ გოდებ მწარედ!
გრწამდეს ოდესღაც კვლავ გაბრწყინდება!
შენი ნატანჯი დედა სამშობლო
კვლავ შობს დიდებულ ქართველ ილიებს!
აღდეგ ქართველო!ნუ უდედურობ!
რად დაემსგავსე ბალოტის გუბეს?!
შენი ვალია იყო არაგვი
და იმოძრავო სამშობლოსათვის!
ნუ გაიხედავ სამშობლოს იქეთ,
ხსნას ნუ დაეძებ ატლასის სვეტთან!
ნუ დაივიწყე უფალი შენი
და მაცხოვარი ქრისტე იესუ.
No comments:
Post a Comment