შუა ღამეა ათონის მთაზე,
კანდელი ანთია ერის სენაკში,
სანთელი იწვის და ბერი ტირის
მსოფლიოს ავედრებს დედაღვთისმშობელს
,,დედაო ღვთისა,ყოვლადწმიდაო
მიიტა ლოცვა უფლის წინაშე,
კადნიერება შენ მხოლო გშვენის.
დედაო ღვთისა,ყოვლადწმიდაო
სოფელი ესა,გადარეული
მიჰქრის უფსკრულში თავაშვებული,
განიპყარ ხელი და დაგვიფარე''
,,სიწმინდე შენი ზიზღს იწვევს ყველგან
დღეს გამეფებულა სიბილწე დიდი!
ჰეროდე აღსდგა,ქალწული როკავს,
მართალთა თავები დღესაც იყრევა!
დღეს მოდაშია სოდომ-გომორი
და ვაჯკაცობით ჩადიან ამას,~
დავიწყებიათ შესაქმნის გვერდი
მწარედ რომ მოსთქვამს სოდომ-გომორი.
ქალი ქალს უცქერს ნდომის წადილით.
და მრუშობს კაცი მეძავ ქალწულთან,
ვგოდებ ვაებით,მე მონა შენი
ჰოი უფალო, არ მიგვატოვო.''
ეს ის ბერია ,ბერი პაისი
მოყვასისათვის თავდადებული.
მთელი მსოფლიოს მამა-მლოცველი
ახალგაზრდების ნუგეში ტკბილი.
მთაწმინდელო ბერო პაის!
შენი ლოცვა დღესაც ცოცხლობს!
უნუგეშო ხალხის კვნესა
ისევ გესმის შენ იმ ქვეყნად..
შენი გული დიდი იყო
შენ იტვირთე ქრისტეს მცნება
შეიყვარე ღმერთი შენი
მთელი შენი არსებითა.
შენი თავი უკუაგდე,
მოყვასისთვის თავს წირავდ,
განურჩევლად კარს უღებდი
გამწარებულ ერის-კაცებს.
რიგი იდგა შენს კარებთან
ახალგაზრდა უძღე შვილთა,
ნარკომანი,ბილწსიტყვავი.,მემრუშე და სოდომელი
შენს სიყვარულს მოეზიდა აქ ამ წმინდა მთაწმინდაზე.
,,ოჰ,იესუ ტკილო ღმერთო,
ნუგეშია ჩვენთვის ბერი''-
ადიდებდნენ უფალ ღმერთსა
ხალხი ბერი პაისისთვის..

No comments:
Post a Comment