მეფის ქალწული დუქნის მეძავად ქცეულა.
1)ჰოი,დიდებულო ქალაქო მეფის,კლდევამოსილხარ ქალწულის დარად,მშვენიერებით შემკულხარ გლახაკი და ვაი რომ უფლის სიტყვები შენზეც რომ თქმულა,,შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ,რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან,შიგნით კი სავსე არიან მკვდარი ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურობით''.
2)ჰოი,დიდებულო ქალაქო მეფის,რამდენი წმინდანი გიშობია და გაგიზრდია ..მაგრამ მაინც ათასგზის ვაი!რამდენი ერესი გამოსულა შენგან გლახაკო ქალო!რამდენი წმინდანის სისხლი დაღვრილა შენს დამჭკნარ მიწაზე?!,,გარედან კი ასუფთავებთ სასმისს თუ ჯამს,შიგნით კი სავსენი არიან მტაცებლობით დ უსამართლოებით''.
3)ჰოი,გიყვარს ბებერო,როცა გამკობენ ფრთოვანი სიტყვით დ გიწოდებენ წინამძღოლს ქვეყნის(მსოფლიოს) და ვაი!,,უყვართ სათავეში ჯდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში.და მისალმებანი მოედნებზე რომ ხალხმა უძახონ მათ,,რაბი''!
4)ჰოი,ქალაქო მტკიცე რწმენისა,ოდესღაც რომ თავი მოგქონდა,,,აბრაამის ძეობით'',დღეს კი დამდაბლდი ძმებში და უკანასკნელი გახდი..გინდა იყო,,სანთელი წუთისოფლისა''მაგრამ ვაი რომ,,ბრმა წინამძღოლი'' უფრო ხარ!
5)განა შეეძლო ვინმეს მეფის ქალწულისათვის რაიმე ეთქვათ?!არა!მაშ,შენ?!კონსტანტინეს ქალწულო რა დაგემართა?! რად იქეცი უკანასკნელ მეძავად?რატომ გაუღე კარი ურჯულოებს?დაცული იყავი ყოველგვარი შეტევისაგან.შენზე შემოხედვასაც ერიდებოდნენ ყაჩაღი და მრუშნი,რადგანაც |შენ,მეფის ქალწულს გიცავდა მთელი ლეგიონი.მაგრამ...ვაი რომ შენს მეფეს ,მამაშენს დაავიწყდა ის რომ სიქალწულე უმთავრესად სულითაა.და აი,უგუნურმა მამამ გაწყვიტა ტაძრის ჩინებული მოძღვარნი და შენ,ქალწულო,ვიღას ეტყოდი გულისთქმას მრუშულს?!ჰოდა ,წყეულო ქალო,წაიბილწე თავი ..ჯერ სულით დაეცი..და რა აზრი ჰქონდა შენს გარეგან პატიოსნებას და ნიშანს ,,ქალწულებისა'',როცა სულში ჩაისახა სიძვის ნაყოფი.
და აჰა,ბოლოს გარეგანი ქალწულებაც დათმე და შეუერთდდი ისმაილის ძეს..შეგჩა ტიტული,,მეფის ქალისა'' მაგრამ გარეგნულად..არა,არა !არც გარეგნულად,რადგანაც შენმა გარყვნილმა ქმარმა სახელი შეგიცვალა,ჩამოგაგლიჯა ჯვარი კისრიდან და ნეხევარმთვარით შეამკო შენი წაბილწული სხეული.
ოდესღაც ტკბილად გალობდი შემოქმედის წინაშე,ხოლო რაც თავი წიბილწე,გაიხრწნა შენი ხმა და მხოლოდ ხრწნილი სიტყვები ამოდის,რომლებიც ჩუმად გიწინასწარმეტყველებენ შენს სიკვდილს.
დუქნის მეძავი გამხდარხარ და დიდებას მაინც დაეძებ.დადიხარ ქუჩა-ქუჩა და ხალხს ახსენებ შენი წარსულის სიწმინდეს;ახსენებ ხლხს ,რომ ოდესღაც იყავი მეფის ქალწული,მშვენიერებით შემკული ლამაზი ქალი..ამის გამგონე ხნიერი ხალხი თანაგრძნობით მოდიან შენთან და გაიმედებენ.მაგრამ ახალი ხალხისთვის არაფერერს არ წარმოადენ,რადგანაც მათ არ უნახავთ შენი დიდება........
No comments:
Post a Comment