Saturday, June 2, 2012

მელანქოლია

                                     ,,ხოტბას შეგასხამ და ვგლოვობ შენზე''
                                                                                        მეფის ქალწული დუქნის მეძავად ქცეულა.

 1)ჰოი,დიდებულო ქალაქო მეფის,კლდევამოსილხარ ქალწულის დარად,მშვენიერებით შემკულხარ გლახაკი და ვაი რომ უფლის სიტყვები შენზეც რომ თქმულა,,შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ,რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან,შიგნით კი სავსე არიან მკვდარი ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურობით''.

2)ჰოი,დიდებულო ქალაქო მეფის,რამდენი წმინდანი გიშობია და გაგიზრდია ..მაგრამ მაინც ათასგზის ვაი!რამდენი ერესი გამოსულა შენგან გლახაკო ქალო!რამდენი წმინდანის სისხლი დაღვრილა შენს დამჭკნარ მიწაზე?!,,გარედან კი ასუფთავებთ სასმისს თუ ჯამს,შიგნით კი სავსენი არიან მტაცებლობით დ უსამართლოებით''.

3)ჰოი,გიყვარს ბებერო,როცა გამკობენ ფრთოვანი სიტყვით დ გიწოდებენ წინამძღოლს ქვეყნის(მსოფლიოს) და ვაი!,,უყვართ სათავეში ჯდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში.და მისალმებანი მოედნებზე რომ ხალხმა უძახონ მათ,,რაბი''!

4)ჰოი,ქალაქო მტკიცე რწმენისა,ოდესღაც რომ თავი მოგქონდა,,,აბრაამის ძეობით'',დღეს კი დამდაბლდი ძმებში და უკანასკნელი გახდი..გინდა იყო,,სანთელი წუთისოფლისა''მაგრამ ვაი რომ,,ბრმა წინამძღოლი'' უფრო ხარ!

5)განა შეეძლო ვინმეს მეფის ქალწულისათვის რაიმე ეთქვათ?!არა!მაშ,შენ?!კონსტანტინეს ქალწულო რა დაგემართა?! რად იქეცი უკანასკნელ მეძავად?რატომ გაუღე კარი ურჯულოებს?დაცული იყავი ყოველგვარი შეტევისაგან.შენზე შემოხედვასაც ერიდებოდნენ ყაჩაღი და მრუშნი,რადგანაც |შენ,მეფის ქალწულს გიცავდა მთელი ლეგიონი.მაგრამ...ვაი რომ შენს მეფეს ,მამაშენს დაავიწყდა ის რომ სიქალწულე უმთავრესად სულითაა.და აი,უგუნურმა მამამ გაწყვიტა ტაძრის ჩინებული მოძღვარნი და შენ,ქალწულო,ვიღას ეტყოდი გულისთქმას მრუშულს?!ჰოდა ,წყეულო ქალო,წაიბილწე თავი ..ჯერ სულით დაეცი..და რა აზრი ჰქონდა შენს გარეგან პატიოსნებას და ნიშანს ,,ქალწულებისა'',როცა სულში ჩაისახა სიძვის ნაყოფი.
  და აჰა,ბოლოს გარეგანი ქალწულებაც დათმე და შეუერთდდი ისმაილის ძეს..შეგჩა ტიტული,,მეფის ქალისა'' მაგრამ გარეგნულად..არა,არა !არც გარეგნულად,რადგანაც შენმა გარყვნილმა ქმარმა სახელი შეგიცვალა,ჩამოგაგლიჯა ჯვარი კისრიდან და ნეხევარმთვარით შეამკო შენი წაბილწული სხეული.
  ოდესღაც ტკბილად გალობდი შემოქმედის წინაშე,ხოლო რაც თავი წიბილწე,გაიხრწნა შენი ხმა და მხოლოდ ხრწნილი სიტყვები ამოდის,რომლებიც ჩუმად გიწინასწარმეტყველებენ შენს სიკვდილს.
  დუქნის მეძავი გამხდარხარ და დიდებას მაინც დაეძებ.დადიხარ ქუჩა-ქუჩა და ხალხს ახსენებ შენი წარსულის სიწმინდეს;ახსენებ ხლხს ,რომ ოდესღაც იყავი მეფის ქალწული,მშვენიერებით შემკული ლამაზი ქალი..ამის გამგონე ხნიერი ხალხი თანაგრძნობით მოდიან შენთან  და გაიმედებენ.მაგრამ ახალი ხალხისთვის არაფერერს არ წარმოადენ,რადგანაც მათ არ უნახავთ შენი დიდება........

გამოიღვიძე ქართველო ,,კაცო''

აღდეგ ქართველო!ნუ დაეცმი!
შენი ვალია იყო მამაცი!
დიდი საქმეა იყო ქართველი,
ენით,მამულით და რწმენა-რჯულით.

აღდეგ ქართველო ცოდვის სკორედან!
შენი ვალია იყო წმინდანი!
მრუში,მბილწავი და სოდომელი
არ შეიძლება იყოს ქართველი!

აღდეგ ქართველო!ნუ უგუნურობ!
რად დაგვიწყია ამაგი დიდი?!
ვინ ხარ,ვინ იყავ და ვინ იქნებ,
შენს თავს დაუსვი ეს შკითხვანი.

აღდეგ ქართველო!ნუ გოდებ მწარედ!
გრწამდეს ოდესღაც კვლავ გაბრწყინდება!
შენი ნატანჯი დედა სამშობლო
კვლავ შობს დიდებულ ქართველ ილიებს!

აღდეგ ქართველო!ნუ უდედურობ!
რად დაემსგავსე ბალოტის გუბეს?!
შენი ვალია იყო არაგვი
და იმოძრავო სამშობლოსათვის!

ნუ გაიხედავ სამშობლოს იქეთ,
ხსნას ნუ დაეძებ ატლასის სვეტთან!
ნუ დაივიწყე უფალი შენი
და მაცხოვარი ქრისტე იესუ.

ძერსკი ქართველობა

,,აუ ეგ რა გაცვია?!
პროსტა გასატეხია!
გაიხადე ეგ ზედა
ბერი ხომ არ გამხდარხარ''

,,შეხე რა თესლურია,
ყველაფერი უჩანა
აუ იმას შეხედე !
გოიმია იმენა''

,,გოგო ხომ არ გაგიჟდი?!
მეტი აღარ იფიქრო!
რატომ უნდ დაუთმო
ამყროლებულ ბებიას!''

,,ჩემი დედა.. ვის ვხედავ!?
აუ ძაან გამიტყდა!
ზმანი პროვინციული
აზროვნება სოფლური''

აუ წიგნის კითხულობ!
ძმაო ხომ არ გაგიჟდი?!
შიგ ხომ არ გაქვს მოისვი
ან ჩაბერე იმენა!''

,,აუ გოგო შეხედე
რა ჯიპი ჰყავს მამაოს!
პროსტა გასატეხია
წვერი რო აქვს ამხელა''

,დამიკიდე შე ბოზო?!
რატო აღარ მირეკავ?
სკაიპში ხარ მთელი დღე,
ალბათ ნძრევით იხრჩობი''

,,რა ყლე კაცი ესაა
შეხე მამაჩემია!
სულ ფეხებზე მკიდია
მისი დედაც,წავედით!''

,,თვალში ნუ მეჩხირები
გაიარე!მომეშვი!
ხელი არ მომაკარო...
მხოლოდ ზასი-პუსები!''

,,კაი პონტი გავჩითე,
წამო გეპატიჟები,
ივენთ ჰოლი მივაკრათ
ვიგრიალოთ ნაშებში!''

,,ბიჭო ვაჟიშვილი ხარ?!
აუ, ტეხავს მაგარი.
წამო მაგარ ნაშებთან
მოიშორე სირცხვილი!''

,,გუშინ დათოს მივეცი
დღეს დამერხა მაგარი!
ბოიფრენდმა გამიგო
მოტNული მაქვს ლაიფი''

ორი ბიჭი ხიპიშობს,
აგინებენ ერთმანეთს.
ხვალ ერთმანეთს ეტყვიან
,,ძმაო შენს თავს ფიცავარ''


დღეს ეს გოგო ლეოს ჰყავს,
ხვალ იქნება დათოსი,
ზეგ ვიღაცას ,,ათხოვებს''
მერე გამოთხოვდება.

ვიღაცამ თქვა-,,სოდომი''
აიწეწა რბო ხალხი
,,ჰომოფობო კაცუნა
რატო გვერჩი? რა გინდა?!''

მოსულია ზასი-პუსი,
ჩახუტება,,,გადაჯდომა''
სულერთია კაცი,ქალი,
მთავარია პონტი იყოს!

სირცხვილია,,მოწონება''
მოდაშია,,მოხმარება''.
ქორწინებამ დრო მოჭამა!
დრო დაიწყო ზასი-პუსის!

ამ მოკრძალებულ ლექს ვუძღვნი სერბებს, სერბეთს,ტანჯულ მიწას!,,გმირების მიწავ,,


სერბეთს გადაკრავს შავი ღეუბელი,
ტირიან დედები შვებმოსილნი.
ჯვარი დაეცა,ჯვარი მხსნელისა,
გაჰკივის ზარი,ცეცხლში მოსილი.

ტანჯული მიწა ღაღდებს მწარედ,
ხსნას ძებს სამშობლოს გარედ.
ძმა კი ,დაესხა შავად და მტრულად,
გახედე იქეთ კოსოვო ტირის!

ოჰ,კოსოვო,კოსოვო ვერაგო ქალო,
რად მიატოვე ტანჯული მხარე?!
სისხლით მოირწყა სერბეთის მიწა,
,,რად მიმატოვე ბატონო ჩემო''

სერბეთის მიწა,გმირების მიწავ!
ტაძრები შენი ცად აზიდულა!
ვერაგი მტრები დამხობას ცდილობს.
არ დაიჩოქო დაჭრილო მიწავ!

ბერი პაის ათონელი


შუა ღამეა ათონის მთაზე,
კანდელი ანთია ერის სენაკში,
სანთელი იწვის და ბერი ტირის
მსოფლიოს ავედრებს დედაღვთისმშობელს
,,დედაო ღვთისა,ყოვლადწმიდაო
მიიტა ლოცვა უფლის წინაშე,
კადნიერება შენ მხოლო გშვენის.
დედაო ღვთისა,ყოვლადწმიდაო
სოფელი ესა,გადარეული
მიჰქრის უფსკრულში თავაშვებული,
განიპყარ ხელი და დაგვიფარე''

,,სიწმინდე შენი ზიზღს იწვევს ყველგან
დღეს გამეფებულა სიბილწე დიდი!
ჰეროდე აღსდგა,ქალწული როკავს,
მართალთა თავები დღესაც იყრევა!

დღეს მოდაშია სოდომ-გომორი
და ვაჯკაცობით ჩადიან ამას,~
დავიწყებიათ შესაქმნის გვერდი
მწარედ რომ მოსთქვამს სოდომ-გომორი.

ქალი ქალს უცქერს ნდომის წადილით.
და მრუშობს კაცი მეძავ ქალწულთან,
ვგოდებ ვაებით,მე მონა შენი
ჰოი უფალო, არ მიგვატოვო.''

ეს ის ბერია ,ბერი პაისი
მოყვასისათვის თავდადებული.
მთელი მსოფლიოს მამა-მლოცველი
ახალგაზრდების ნუგეში ტკბილი.

მთაწმინდელო ბერო პაის!
შენი ლოცვა დღესაც ცოცხლობს!
უნუგეშო ხალხის კვნესა
ისევ გესმის შენ იმ ქვეყნად..

შენი გული დიდი იყო
შენ იტვირთე ქრისტეს მცნება
შეიყვარე ღმერთი შენი
მთელი შენი არსებითა.

შენი თავი უკუაგდე,
მოყვასისთვის თავს წირავდ,
განურჩევლად კარს უღებდი
გამწარებულ ერის-კაცებს.


რიგი იდგა შენს კარებთან
ახალგაზრდა უძღე შვილთა,
ნარკომანი,ბილწსიტყვავი.,მემრუშე და სოდომელი
შენს სიყვარულს მოეზიდა აქ ამ წმინდა მთაწმინდაზე.

,,ოჰ,იესუ ტკილო ღმერთო,
ნუგეშია ჩვენთვის ბერი''-
ადიდებდნენ უფალ ღმერთსა 
ხალხი ბერი პაისისთვის..